ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი – ეკატერინე ტიკარაძე

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა, რითიც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

ტიკარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია.

„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.