” ივანიშვილი პანდემიის დროს, მსოფლიოში ქველმოქმედების სათავეშია”- თალაკვაძე

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტმა, მთავრობამ, საკრებულოებმა, მერებმა, უბრალო საჯარო მოხელეებმა თავისი ხელფასების საკმაოდ დიდი ნაწილი Covid ფონდში გადარიცხეს“ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„ეს იყო ზუსტად ის, რამაც პანდემიასთან გამკლავება შეგვაძლებინა და რითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას – მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ასევე განსაკუთრებული იყო ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ გაწეული 100-მილიონიანი დახმარება. ეს იყო თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნისადმი უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა. ამით ბიძინა ივანიშვილი არის პანდემიის დროს, მსოფლიოში ქველმოქმედების სათავეში. ეს დასაფასებელია და ყველას, ვინც თავისი თანხა გაიღო ფონდში, მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.