“ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ, ზოგადად, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმეისტერი. მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10-15-20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი რჩევები ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.”

განაცხადა ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.