“ივანიშვილი რუსეთის ერთგული მსახურია, ჩემი გატაცება საქართველოდან ივანიშვილის დავალებით მოხდა” -აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია.
“ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებას შეიცავს. დიდება! ივანიშვილი იყო ქურდი, მექრთამე და კორუფციონერი. ის აყალბებს არჩევნებს, კრძალავს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და ამომრჩევლების მოსყიდვით არის დაკავებული. ის ჩვენ რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია. ჩემი გატაცება საქართველოდან და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალებით მოხდა. ახლაც კი მისი დავალებით არ იძიებენ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეს…უკრაინა იბრძვის ჩვენთვის, ყველასთვის. ეს გვიცავს არა მხოლოდ რუსული აგრესიისგან, არამედ პატარა სუტენიორებისგან”, – აცხადებს მუხთარლი.
აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანში დააკავეს.