ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პლებისციტზე ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს. ბოკერიას თქმით, ახლა “ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე” უნდა ჩაატაროს პლებისციტი.
“ყველა პარტიის პოზიციაა და მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის, ამ მომენტამდე იყო, რომ გვინდა ვადამდელი არჩევნები პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ის პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც შეთავაზებული აქვს ოპოზიციას.
ახლა, მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, გააკეთოს პლებისციტი, შეეგუოს მარცხს პლებისციტში და შემდეგ შეეგუოს მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება”, – ამბობს ბოკერია.
მანვე აღნიშნა, რომ იმ არგუმენტში, რომ ივანიშვილი გააყალბებს პლებისციტს, მაგრამ ვერ გააყალბებს არჩევნებს, ნულოვანი ლოგიკაა.