ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების გლოვაშია – ნიკა გვარამია

ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების გლოვაშია – ამის შესახებ ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

‘ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რომ დამარცხებულია, ეს შეუქცევადი პროცესია. დაღმართზე დაგორებულ ლოდს ვერაფერი ააგორებს უკან. იცით, გლოვის ხუთი სტადია არსებობს. ბიძინა ივანიშვილი ახლა არის სწორედ საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების, უფრო სწორად, გლოვაში.

პირველი სტადია იყო უარყოფა. როგორი წივილი-კივილი იყო, სანქცია არა, ის არა და ყველაფერი მოხდა. უარყოფის სტადიამ გადაინაცვლა ბრაზის სტადიაში. ეს დაჭერები, გოგაშვილის დაჭერა. სახიფათო სტადიაა. შემდეგი სტადია იქნება ვაჭრობის სტადია. ეს ისეთი პარადიგმაა ხუთსვლიანი, რომელიც არავის დაურღვევია, არც ერთ სულიერს, ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ დაარღვევს.” – განაცხადა გვარამიამ.