ივანიშვილი ღარიბაშვილს უშვებს–ტვ პირველი

“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს მალე თანამდებობიდან გაუშვებენ.  წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძესა და კახა კუჭავას კანდიდატურას განიხილავს.

ტვ პირველი ამბობს, რომ ოლიგარქი კახა კალაძეს პრემიერობას რამდენჯერმე დაჰპირდა, რამდენიმე გადაგდების შემდეგ კი მერი პირობის შესრულებას ითხოვს, თუმცა შესაძლოა ამჯერადაც უარი მიიღოს.

უმრავლესობის წევრები ღარიბაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, მათი აზრით პრემიერმე გუნდი შარში ბევრჯერ გახვია და ამიტომ უნდა წავიდეს. მეორე ნაწილი კი ღარიბაშვილს უჭერს მხარს.

“ოცნების” 10 წლიანი მმართველობის განმავლობაში პრემიერი შვიდჯერ შეიცვალა.