“სანამ ოპოზიციაზე ისაუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა. როცა დივერსიაზე საუბრობს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასი ათასობით ოკუპანტი შემოუშვა აბსოლუტურად უკონტროლოდ ქვეყანაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ როცა საუბრობს დივერსიებზე და ცეცხლის გაჩენის პერსპექტივაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხმა გაჩეხა ბორჯომის ტყე და ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდ-ფორმირება ფაქტობრივად, ჩეხავს ტყეებს და თუ ვინმეს აწყობდა იქ ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება და დიახ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ამ საქმეებს გამოიძიებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული და არა როგორც ახლა აქვთ მიტაცებული”
ასე პასუხობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხანძრებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ ” ხანძრების გაჩენა შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსია”.