„თურმე ივანიშვილის კარის მესამე თანრიგის პოლიტიკური კლოუნი სასაცილოდ მიიჩნევს „ლელოს“ 9- პუნქტიან ინიციატივას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაზე. თურმე სავიზო რეგულაციების დაწესება და რუსების აქ ბოგინის შეზღუდვა არის „ფაშიზმი“. ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია, კარგად ეტყობა „ქართუს სკოლა“
ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, გურამ მაჭარაშვილმა„ლელოს“ ინიციატივას სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი უწოდა.
„ბატონმა ხაზარაძემ თუ ასე გააგრძელა, არამხოლოდ ოპოზიციიდან, სადაც უკვე დასცინიან მის განცხადებებს, არამედ საკუთარი პარტიიდანაც გარიცხავენ. როგორც ხაბეიშვილია მარგალიტი, ისეთივეა ხაზარაძე “ლელოსთვის”,“ – აცხადებს მაჭარაშვილი.