ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმის კლინიკა ,,მედცენტრში” გამოკვლევა ჩაიტარა – აღნიშნულ იფნორმაციას TV პირველი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაიკეტა კლინიკამდე მისასვლელი გზები და შენობაში არავის უშვებდნენ. პაციენტები და მედპერსონალი კი, ვინც უკვე შიგნით იმყოფებოდა, კედელთან ზურგით დააყენეს, რომ ოლიგარქი არ დაენახათ.
,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ივანიშვილმა კლინიკაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა. მას მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარდა. გადაიკეტა 26 მაისისა და პუშკინის ქუჩა. რის შემდეგაც მოვიდა სახელმწიფო დაცვის მანქანები, შემდეგ პირადი დაცვის მანქანები და მას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილი. კლინიკაში იყო სრული იზოლირება, მედპერსონალს არ შეეძლო გადაადგილება, აიძულეს, კედლისკენ მიტრიალებულიყვნენ, რომ ბიძინას სახე არ დაენახათ. ერთი საათის განმავლობაში ბიძინა იმყოფებოდა ემერტეს განყოფილებაში, სადაც სავარაუდოდ ხერხემალზე ჩაიტარა გამოკვლევა. როგორც კი დატოვა კლინიკა, ნახევარ საათში აღდგა მუშაობა – ყვება ,,ტვ პირველთან” თვითმხილველი.