საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 6 თვის ბარბარე რაფალიანცი ბიძინა ივანიშვილმა მოკლა.
“ეს არის ის ხალხი, ვინც დადგა რუსეთთან ერთად ციხის კადრები, ეს არის ის ხალხი, ვინც მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი. ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი, მოდით, ვთქვათ, როგორც არის. ან ივანიშვილთან დაკავშირებულმა ხალხმა, სპეცსამსახურებმა, ვინც მიამაგრეს მას რუსებმა. მე დეტალები დღემდე არ ვიცი, მაგრამ გასაგებია, რაც იყო, სპეცოპერაცია იყო არჩევნების წინ”. – ამბობს სააკაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებლიდამ გაქრა. ცხედარი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. მაშინ, ქართული ოცნების წევრებმა ბავშვის მკვლელობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა საქმე დღემდე არ გახსნილა.