29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა, მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე, ან იქნება ევროპული, დემოკრატიული თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსულ დაუნდობლობასა და ქართული საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის, არჩევანია რევანშს, დაუნდობლობასა და სასამართლოთი დაცულ ადამიანის უფლებებს შორის.
მცხეთიდან [ქართული ოცნების] საარჩევნო კამპანია გაიხსნა, საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისაუფალი პროტესტის შეზღიუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი, რაღა დარჩებათ თუ არა ერთი უფლება – ქვეყნიდან წასვლის უფლება.
განაცხადა, ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.