ოპოზიცია ხელისუფლებას 20:00 საათამდე აძლევს ვადას, რომ ცესკოს თავმჯდომარე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.
“8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი. დღეს გადააყენოს ჟვანია ქალბატონი გამყალბებელი და თქვენი სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილი, საქართველო არის ეს, საქართველო არ ხარ შენ, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა, და თუ არა, გაგიშვებთ, უკან დასახევი გზები ჩახერგილია”,– ამბობს ნიკა მელია.
მისი თქმით, მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიცია უკვე ახალ სამოქმედო გეგმას გააცნობს საზოგადოებას.