“ივანიშვილმა სცადა, ყველასთვის თითი დაექნია”- ასე ეხმაურება, ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ოლიგარქის დღევანდელ განცხადებას, სადაც ივანიშვილმა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და მის პარტიას “ფსევდოპარტია” უწოდა. ამის შესახებ ბურჯანაძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
”ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით სცადა, ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზაცია მოეხდინა. მან სცადა, თითი დაექნია და ეთქვა, ჩემი ხმები მე მომეცით და გახარია ოპოზიციის ხმებს წაიღებსო. ეს მარტივი სქემაა, რომ გახარიამ ოპოზიციას ხმები გამოგლიჯოს და არა ბიძინა ივანიშვილს, რათა ოცნებამ 43%-იანი ბარიერი გადალახოს. არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურდეს ივანიშვილს, რადგან წინა არჩევნებმა ოპოზიცია ძალიან დაზარალა. ,,ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ოპოზიციამ ნაკლები ხმები აიღოს, ამიტომ ყველას დისკრედიტაციას შეეცდება. სამწუხაროდ, საქართველოში აღარ დამთავრდა ის ვითარება , რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მოღალატეებს და აგენტებს არ დაუძახებენ, ეს მაშინ დასრულდება, როცა ქვეყანაში კოალიციურიმ მთავრობა იქნება – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.