ივანიშვილმა წინასწარ გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას – უსუფაშვილი

“სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას”- ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

“სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლიბის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში”, – თქვა უსუფაშვილმა.