ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ “როგორც არ უნდა აიზიდოს ცაში ხელისუფლების პროპაგანდისტური დრონები, ივანიშვილმა ხალხის სიმრავალესა და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს”.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტია, რომლებიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვენ.
„ხალხი ბევრს ითმენდა იმ იმედითა და მოლოდინით, რომ არჩევნები ჩატარდებოდა და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლებოდა. დღეს ეს თავისუფალი არჩევანი წართმეული და ფეხქვეშ გათელილია. დღეს რუსთაველზე ყველა პოლიტიკური გემოვნების, ყველა ფერის საქართველო დგას ერთადერთი მოთხოვნით – არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ადამიანის არჩევნებზე წასვლას აზრი არ ექნება, სულ სხვა სივრცეში გადავალთ. ცვლილებების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა. თუ ამას სახელმწიფო ჩაკეტავს, ცვლილებები სურვილი არსად გაქრება, პირიქით, უფრო გამძაფრდება და უფრო მეტად აგრესიული გახდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.