“ბიძინა ივანიშვილს არცერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ქვეყნის ირგვლივ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი ადამიანი არ გვყავს. ასეთი ქველმოქმედი, რომელმაც შეძლო ამ ხნის განმავლობაში და კიდევ აგრძელებს უამრავი პროექტების განხორციელებას, არ გვყავს. ამის თქმა თამამად შემიძლია”,– თქვა კურტანიძემ ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, როგორც ივანიშვილის თანამებრძოლს, პოლიტიკაში დარჩენის ძალა აღარ ჰყოფნის.
“მე ვთქვი წლების წინ, რომ მოვედი ერის კაცთან, ბიძინა ივანიშვილთან, ვიყავი მისი ერთგული თანამებრძოლი, ვარ და დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე. ვფიქრობ, რომ როდესაც მიდის ამ კატეგორიის, ამ დიდი შეუფასებელი დონის ადამიანი პოლიტიკიდან, მე, მის თანამებრძოლს, არ მრჩება ის ძალა, იმიტომ, რომ ის იყო ჩემთვის ყველაფერი”,– განაცხადა ლუკა კურტანიძემ.