ივანიშვილს ახალი ცხვირი რომ გაუკეთოთ, შეცვლის ეს რამეს? დარჩება აღზევებულ მდაბიოდ – უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ივანიშვილში ვიზუალურად რაც უნდა შეცვალოთ, ის მაინც “აღზევებულ მდაბიოდ” დარჩება.

“წარმოიდგენით, ივანიშვილს რომ ახალი ცხვირი გაუკეთო, ან ახალი ყური გაუკეთო, ან ლინზები ჩაუსვა და ცისფერი თვალები ჰქონდეს, შეცვლის ეს რამეს? ის დარჩება მაინც იმად. ანუ ადამიანად, აღზევებულ მდაბიოდ, მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად – რუსი.”,– ამბობს გიგი უგულავა.