ივანიშვილს გარემოცვა გადაჩეხავს და შემდეგ თავადაც ჩაიჩეხება–დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გარემოცვა მის გადარჩენას ცდილობს, რომ თვითონაც არ დაკარგონ ძალაუფლება და ფული:

“ჩვეულებრივი მონური ფსიქოლოგიაა – პატრონს ვიღაც დაემუქრა, ამიტომ სასწრაფოდ  პასუხი უნდა გასცენ, იმ პატრონს რომ მოეწონება ისეთი, თორემ ნაწყალობებ ძალაუფლებასაც დაკარგავენ და იმ თავის მოპარულ მილიონებსაც.

ამიტომ გახდა „ოცნებისთვის“  მთავარი წითელი ხაზი სანქციები, რადგან ზუსტად იციან, რომ ივანიშვილის  ე.წ. უძლეველობა  მოსყიდვაზე, დაშანტაჟებაზე, გადაბირებაზე დგას  და  ეს ყველაფერი ეგლიჯებათ ახლა ხელიდან.

თორემ ხალხი ვის აინტერესებს, ან დემოკრატია, ან საერთოდ  ქვეყანა?

ან ღირსება შერჩა ვინმეს?!

მოკლედ, ამ ტემპით და ამ გაუგონარი რიტორიკით,  ჯერ მისი გარემოცვა გადაჩეხავს ივანიშვილს და შემდეგ ეს გარემოცვა  გადაიჩეხება  უფსკრულში ისე, როგორც არავინ და არასოდეს ამ ქვეყანაში.“– ამბობს ჭიჭინაძე.