“ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ეს ლიანდაგი ევროპისკენ მიდის და ივანიშვილის მასშტაბის მქონე ადამიანები მას ლიანდაგიდან ვერ ამოაგდებს, ერთადერთი შეუძლია დააჭიროს მუხრუჭს და გააჩეროს ხაშურში. მას შეუძლია მხოლოდ შეაფერხოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამის საპასუხოდ, მიიღებს დარტყმას როგორც ამომრჩევლისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. იმდენად დაბრამევებულია შვეიცარიულ ბანკთან დავით, ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ზღვარი გადალახა. ასე რომ, მას სანქციები ვერ ასცდება. მას დიპლომატიური არხებით პირდაპირ თუ ირიბად ეტყვიან ამას, საჯაროდ პოლიტიკოსები ამბობენ და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ისევე როგორც ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომ ოლიგარქია და სანქციებია გამოსაყენებელი. ის ვერ აცდება სანქციებს თუ არ გააცნობიერა რა სახიფათო თამაშს ეწევა და ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი ინგრევა,”
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.