„ერთი რამე დავიმახსოვროთ ყველამ, პირველ რიგში მოქალაქეებმა, ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც, პროევროპელიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ “პროთავისი” კაცია. შესაბამისად, დღეს შეიძლება პროევროპელობა სჭირდებოდეს და ხედავთ, სტატუსზე რეკომენდაციის მიღების შემდეგ უცებ შეცვალა რიტორიკა ხელისუფლებამ, ვითომ მე მივიღე რუსული კანონი და მერე უკან წავიღე, თითქოს მე ვაგინე და ვლანძღე დასავლეთი და მე შევქმენი „ხალხის ძალა“. სტატია შეიძლება შეკვეთილის იყოს, მაგრამ ფაქტს სწორს აღწერს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და შეკვეთილია თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! ივანიშვილი რომ ოლიგარქია და გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამაში აღმოჩენა არაფერია.[…]როცა გახარია გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ივანიშვილი თვე-ნახევრის გადამდგარი იყო და კარგად მოისმინეთ მაშინ გახარიას წასვლის მიზეზები, მათ შორის, ის, რომ ივანიშვილი არაფორმალურად ჩაერთო პროცესებში, გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“,
ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.