“ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი საუბრობს.
“მისი კომპანია დეფოლტის და ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დახმარებას ითხოვდა. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც გავიგე, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას გარკვეული კავშირები შენარჩუნებული ჰქონდა. ასევე მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც ის ევტუშენკოვთან საუბრობდა. მას გარკვეული ისტორიული კავშირები აქვს რუსეთთან… რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან და ჩვენ უნდა ვეძებოთ საფუძველი, რომელიც მას და რუსულ ოლიგარქიას ერთმანეთთან აკავშირებს”, – ამბობს მილოვი.
მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამჟამად კრემლი საქართველოს მთავრობას ემუქრება და აშინებს.
“ვფიქრობ, რომ კრემლი ახლა ძალიან ცდილობს დაემუქროს და აშინებს საქართველოს მთავრობას, რადგან საქართველო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ის მეზობელი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან მკაფიო კურსი ჰქონდა ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. და ფორმალურად, საქართველოს უარი არ უთქვამს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვანია, – თქვა მან.