ივანიშვილს კარზე პერსონალური სანქციები უკაკუნებს და ამ კარს მალე გამოაღებენ – გოცირიძე

ივანიშვილს კარზე პერსონალური სანქციები უკაკუნებს და ამ კარს მალე გამოაღებენ ,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩავარდნის საფრთხე.

“3 დღით ადრე ყველა ამბობდა პარლამენტში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაუჭერდნენ მხარს და შემდეგ აღმოჩნდა 44 „პროტესტანტი“ ისეთი მაჟორიტარი, საერთოდ სახელი და გვარი რომ არ ვიცით, ზოგჯერ პარლამენტში ვხედავ და არ ვიცი ვინ არიან, ხან მგონია, რომ უცხოა შემოსული ვინმე. ახლაც, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, კენჭისყრის დღეს, ისე იქნება. როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია იმ შიშზე, რა განცდებიც ექნება მას. ხოლო შიში უნდა ჰქონდეს – პერსონალური სანქციები უკაკუნებს კარზე და მალე გამოაღებენ ამ კარს. ამიტომ არ მგონია, რომ საკუთარი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მეორეჯერ მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები ერთი და იგივე საკითხზე. თუმცა, ვიმეორებ, შეთანხმება სანახევროდ იქნება შესრულებული, რადგან პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება,”- განაცხადა გოცირიძემ.