ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სიკეთის კეთება “სისხლში აქვს”.
“ბიძინა ივანიშვილის გავლენებს რაც შეეხება, ის პოლიტიკურ პარტიას არ შეუქმნია, ხომ? ჩვენ ვიცნობდით, როგორც ქველმოქმედს, მეცენატს. ადამიანს სიკეთის კეთება აქვს სისხლში… ეს არის მისი საკუთრება და ძალიან ბევრს საუბრობდნენ 2011–2012 წლამდე სანამ ის გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. უამრავი კეთილი საქმე გვახსოვს მისი მხრიდან გაკეთებული, ძალიან ბევრი პროექტი, თუნდაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული”,– ამბობს კალაძე.
მისივე განცხადებით, ივანიშვილს გავლენები ექნება.
“მარტო პოლიტიკურ გავლენებს ვერ გამოვყოფთ, ჩვენ მთლიანობაში უნდა ავიღოთ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა და რასაკვირველია, ამ ადამიანს თავისი გავლენები აქვს. მის მიმართ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საზოგადოების, მას ვერავინ ვერ წაართმევს. რა თქმა უნდა, აქვს გავლენები, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, პოლიტიკაში. ის პოლიტიკიდან წავიდა, ამაზე ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება”, — განაცხადა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.