ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს – ბოკერია

“ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს”- ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ქვეყანას თავად მართავს.

“ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი ბოდვა სიტყვა-სიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს. გვაცხოვრებს სისულელეების და ბოდვის მორევში.დაადასტურა ის, რომ მას სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები. იმიტომ, რომ მომავალში ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს.

ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, კონსოლიდირებულები და უნდა მოვემზადოთ თვითმმართველობის და ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებით და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით”. – ამბობს ამბობს ბოკერია.