“მე დავამტკიცებ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შურისძებაა ჩემს ოჯახზე, რომ მამას ლეტალური შედეგი დადგეს. ეს ხელისუფლება არც პრეზიდენტს ითვალისწინებს, არც 71 წლის ადამიანს, კიბონაოპერაციებს. მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ეს ტელევიზია ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც არის. გააკეთებს ძალიან კრიტიკულ გადაცემებს, მწვავე სიუჟეტებს.

ეს ტელევიზია უკვე ძალიან დიდი ხანია ჩემს ოჯახს გაცდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ მამას ლეტალური შედეგი დააყენოს. მამა მზად არის, ციხეშიც წავიდეს, არ არის პრობლემა, ბიძინა, ჩაჯდება და იქნება პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ჯალათი ხელისუფლება, რომელსაც უნდა 71 წლის ადამიანის სიკვდილით გადამიხადოს სამაგიერო პირადად ბიძინა ივანიშვილმა”

ამბობს ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულია მისი მამაც, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი .საგამოძიებო უწყება მას “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.