“ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ დატოვებდა როგორც მინიმუმ იგივეს. პრაქტიკულად იგივე დარჩა, მაგრამ ფორმალურად ესეც სიგნალი იყო ჩემი აზრით და მინიშნება მოგვცეს, რომ სადაც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა დაუწესა ნიკას, იქაც პატიმრობა მიუსაჯეს და უბრალოდ ზუსტად ერთი და იგივე ვადაა და ამიტომ შთანთქა ერთმანეთი ამ სასჯელმა.
გაკვირვებული არ ვარ, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო, ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ მოსამართლეები გადაწყვეტდნენ. არა, შეიძლება რაღაცა ხდებოდა სცენის მიღმა და შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილს დასჭირვებოდა ნიკა თავისუფალი, რაც ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. ჯერ კიდევ ივანიშვილს სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში.
თუ ქვეყანაში შეიცვლება მდგომარეობა, ან საერთაშორისო არენაზე ისე, რომ ნიკას თავისუფლება უფრო მომგებიანი იყოს ქართული ოცნებისთვის, მაშინ ნიკას გაათვისუფლებდნენ, თორემ საქმეში რა ხდება, ჩვენ რა გვინდა, სხვას რა სჭირდება, რა თქმა უნდა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს”
ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა.