ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისი განმარტებით, იმ მიზნების მიღწევა, რითიც ბრალდების მხარე ასაბუთებდა ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას, სხვა გზებითაც მიიღწეოდა, მათ შორის, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით ჩამოშორებით.
“ეს ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. იმ მიზნების მიღწევა, რომელიც თითქოს ჰქონდა ბრალდების მხარეს, რომ გავლენა არ მოეხდინა დასაქმებულთა ჩვენებებზე, შეიძლებოდა გადაყენების გარეშეც მიეღწიათ, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებით. ამის გაკეთების საშუალება ჰქონდა თვითონ სასამართლოსაც, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება”. – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.