“ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობას, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს ზოგი, სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის მოწოდებას ახორციელებს უკრაინისთვის. 2022-23 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები, ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივუღებთ ამის შესახებ პასუხს”,

აცხადებს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ალექსანდრ შულგა.