ხარკოვის ოლქში ქალაქ იზიუმის კონტროლი რუს ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს ადვოკატთან და უფლებათდამცველთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
„დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის ოლქის დარჩენილ ნაწილზე – რუბეჟნაიაზე, პოპოსნაიაზე. იქ სრული ძალით მუშაობს რუსული ავიაცია, არტილერია, რაკეტები, თუმცა ქვეითები მოქმედებას ჯერ არ ჩქარობენ. ვნახოთ რა იქნება შემდგომ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.