“ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით” – გრიგოლეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი თეა ჩეჩელაშვილის წერს.

მისი თქმით, მაშველებმა კაცის ზღვიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა სასწრაფომ ადგილზე მისვლა დააგვიანა.

“ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო. ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით. თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ. დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა, რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს.

დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია, რომელიც მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს, ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა . სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს! გაუფრთხილდით ერთმანეთს…წამში დევს ყველას ბედისწერა…”,– წერს ჩეჩელაშვილი.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია.