ითხოვდნენ რურუას წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება – თემურ ხაჩიშვილი

”ითხოვდნენ რურუას წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება” – “მხედრიონის” ყოფილ ლიდერს, თემურ ხაჩიშვილს თავდასხმის მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი რურუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ, თემურ ხაჩიშვილი პირველად ტელეკომპანია “პირველთან” ალაპარაკდა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა შს ყოფილ მინისტრს, მოკლული თანამოაზრის შვილმა საქმის გარჩევის დროს წერილი გადასცა. ხაჩიშვილის თქმით, წერილის ავტორი გია ყარყარაშვილი იყო, რომელიც მისგან მოითხოვდა, რომ რურუა 90-იან წლებში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად დაესახელებინა.

”დარწმუნებულია, რომ ეს ჩაიდინა გიორგი რურუამ და უნდოდა ჩემ მიერ ამის დადასტურება,რადგან მე ჯაბა იოსელიანთან ვიყავი ახლოს.შემდეგ შემოიყვანა ეს ვეფხვაძე-სვანაძის შვილები, იქაც ანალოგიური საუბარი იყო, იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ მათი მამებიც ამ ადამიანმა მოკლა და უნდოდათ ჩემი დადასტურება”, – ამბობს ხაჩიშვილი.

ცნობისთვის, 28 აპრილს, დღისით, შს ყოფილ მინისტრსა და ამავდროულად მხედრიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე თავდასხმა დაახლოებით 12-მა პირმა  სცადა. ამ დროს თემურ ხაჩიშვილი მეგობრის ოფისში იმყოფებოდა.

ყოფილი მინისტრი თავდასხმის დეტალებს იხსენებს და აკონკრეტებს, რომ მან თავდამსხმელებს შორის ამოიცნო რამდენიმე პირი, მათ შორის ასახელებს უშიშროების 2 მოქმედ თანამშრომელსა და 1993 წელს მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის ვაჟს ალეკო ვეფხვაძეს.

ხაჩიშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ მასზე თავდასხმა ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება 1993 წელს,  მხედრიონელების, ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობებს.