ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები დახმარებას ითხოვენ და პანდემიის პირობებში სწავლის საფასურის განახევრება სურთ, რათა სტუდენტის სტატუსი არ შეუჩერდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციებს აანონსებენ.
- “მოთხოვნაა, განახევრდეს სწავლის საფასური, რადგან ონლაინ სწავლება ვერ ანაცვლებს საუნივერსიტეტო სწავლებას სრულად”, – ამბობს პეტიციის ავტორი, გიორგი კაციაშვილი.
- “განათლების სამინისტროსგან ვითხოვთ გვერდში დგომას, რათა სტუდენტებმა გავაგრძელოთ სწავლა. ბევრმა დაკარგა სამუშაო, რის გამოც გადასახადს ვერ იხდიან”, – ამბობს სტუდენტი, ნინა ცხვარიაშვილი.
სტუდენტებმა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასა და განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, უკვე მიმართეს.