საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პატრიარქს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.
“გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხი არის უარყოფითი. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“, – თქვა ჯაღმაიძემ პირველ არხთან საუბრისას.
ცნობისთვის, 9 იანვარს, საპატრიარქომ გავრცელა განცხადება, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი ნეგატიურია.