“ილია მეორე რომ მეთაურობს, ის ორგანიზაცია არ არის ეკლესია, არც ანაფორიანი გარეწრები არიან სასულიერო პირები, ისინი მაფიოზები არიან, რომლებიც ხელისუფლებებმა – შევარდნაძემ, მიშამ, ბიძინამ და რაც მთავარია ქართველმა ხალხმა – კანონზე მაღლა დააყენეს.
ამიტომაც მამაოები მოურიდებლად ძალადობენ, გავრცელებული ვიდეო პირველი შემთხვევა ხომ არა არის – ყინწვისში ბერები ერთმანეთს ავტომატებს ესვიან, სცემენ, ხეზე ჯაჭვით აბამენ; ლისის მონასტერში ასევე ბერები ერთმანეთს ნაჯახებით დასდევენ, ვიდეოში ნაცემ მუმლაძესაც პირველად არ სცემენ, სუსის კრებსებიც სავსეა ამგვარი ფაქტებით, მედიაშიც მრავალი გაშუქდა და მრევლმა კიდევ უფრო მეტი იცის. ილია მეორემ უკვე დიდი ხანია სრულიად გაანადგურა საქართველოს ეკლესია, გაავსო შავი გაგების კრიმინალებით, აგერ ვიდეოში მოძალადე ილარიონ გიგოლაშვილიც ახალი გამოსულია ციხიდან, მეუფე ნიკოლოზიც შავ გაგებას აწვება და ტელევიზიით აცხადებს – ნაცემი მუმლაძე უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოსო, შალვა კეკელია ხელებს იბანს – მე რა შუაში ვარო და აღიარებს რომ მუმლაძეს პირველად არ სცემენ დედაეკლესიის წიაღში.
კანონზე მაღლა მდგომებად გამოაცხადა მამაოები ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს, როდესაც მართლმადიდებლური ფაშიზმის დამყარება და ამ საქმეში ხელისუფლების და ეკლესის ალიანსი გამოაცხადა, მაშინ კაციც მოკლა გავეშებული მამაოების გავეშებულმა მრევლმა, მაგრამ შერჩათ ცხადია. ამიტომაცაა რომ მღვდლების დაუსჯელმა გაზულუქებამ არაადეკვატურ სიმაღლეებს მიაღწია და მეტი რომ რაღა გააკეთონ არ იციან, საკუთარ გამხმარ სპერმას აჭმევენ ზომბირებულ მრევლს, როგორც მაგალითად ბიძინას მოძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი აკეთებს ამას”
წელს თეოლოგი ბასილ კობახიძე სასულიერო პირის ძალადობის გავრცელებულ ვიდეოზე. საპატრიარქოს შეფასებით, “ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია”.