სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სომხეთის ელჩს შეხვდა. მათ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრეს.ინფორმაციას “საქართველოს საპატრიარქო” ავრცელებს.
“7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.