ილია ჭიღლაძის საკითხი დაყენებულია სინოდზე – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმუროდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ დეკანოზი ილია ჭიღლაძის საკითხს სინოდი განიხილავს. გუშინ დეკანოზმა ილიამ ყველა “მრუშ და მამათმავალ” ეპისკოპოსს გადასადგომად 2 დღე მისცა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გამოაქვეყნებს ფაილებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, ფარული მოსმენების საკითხს “დუმილი უშველის”.

“[ილია ჭიღლაძის საკითხი] დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა.

აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ. სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, აღარ დავასახელებ, ჩემს გარშემოც შეიძლება ბევრია ვინმე, რა ვიცი, ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ”, – თქვა მეუფემ.