ილია II-მ პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე დალოცა – საპატრიარქო

საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დალოცა.

“დღეს, 2021 წლის 29 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.

პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია”,– აცხადებს საპატრიარქო.