“ცხოვრებაში ერთხელ რომ სიკეთე გააკეთოს ილია მეორემ, ხომ შეუძლია და აცრისაკენ მოუწოდოს ხალხს. მაგან რომ მოუწოდოს, ხომ უამრავი აიცრება, მაგრამ არა, ბოლომდე სატანის ერთგულ მსახურად უნდა რომ დარჩეს.
ევროპის და ამერიკისაგან განსხვავებით, სადაც ანტივაქსერები ასე ვთქვათ სეკულარულ კონსპიროლოგიას ეყრდნობიან, მაგალითად რუსეთში, რუმინეთში და ჩვენთან წილხვედრში, ანტივაქსერების აბსოლუტური უმრავლესობა მღვდლების ბოდვებს ეყრდნობა. ამიტომაც უაღრესად ეფექტური იქნებოდა ილიამეორის მოწოდება, დღესაც ხომ 38 ადამიანი დაიღუპა და ხვალ უფრო მოიმატებს.
ახლა ხომ ხედავთ, რომ საზოგადოების რელიგიურობა უბრალოდ სიცოცხლისთვისაა საშიში. სამღვდელოების ამხელა გავლენა რომ დაუშვეს ჩვენმა ხელისუფლებებმა, სწორედ მათ სინდისზეცაა ამდენი დაღუპული, სამღვდელოების გავლენა არის მავნებელი ხალხის ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. მომავალმა თაობებემა მაინც სანაგვეზე უნდა მოისროლონ ეს მამაოები”
წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.