ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ხელმძღვანელი, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ბოძს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.