ილონ მასკმა უკრაინის ტერიტორიაზე სატელიტური ინტერნეტი გააქტიურა

კომპანიების SpaceX-ის  და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინის ტერიტორიაზე  სატელიტური ინტერნეტი  გააქტიურა.

ილონ მასკმა აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო რაც უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა  მიხაილ ფედოროვმა დახმარებით მიმართა.

„ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზებას, რუსეთი უკრაინის კოლონიზებას ცდილობს.  სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink-ი“, – დაწერა უკრაინის ვიცე-პრემიერმა რის შემდეგაც მასკმა უპასუხა რომ სტარლინკის სისტემა უკრაინის ტერიტორიაზე გააქტიურებულია.

საერთაშორისო თანამგზავრის, Starlink-ის სისტემა უკრაინელებს საშუალებას აძლევს სატელიტიდან სწრაფი ინტერნეტი გამოიყენონ და  იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები ინტერნეტის ჩახშობას ეცდებიან, უკრაინელებს ინტერნეტზე წვდომა არ შეეზღუდებათ.