დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესის შეფერხებაზე ამბობს, რომ სისტემამ ილონ მასკსაც გაუჭედა და სხვა ქვეყნებშიც ხდება.
„სინოვაკზე“ საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5000 ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონს მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა?
ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა. ხდება, ტექნიკაა“, – თქვა იმნაძემ.