იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ბინის კარის გაღება იმაზე მეტყველებს, “ვინ არის ჩამოშლილი”.

მისივე განცხადებით, სააკაშვილზე იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

“ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს მე ვფიქრობ ბევრ რამეზე მეტყველებს, ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს.

ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის დრო და ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ბინაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ”,- თქვა ღარიბაშვილმა.