“დიპლომატიური პასპორტის მიხედვით, ხდება იმათი იდენტიფიცირება, ვინც ვერ გადალახავს კონკრეტული ქვეყნების საზღვრებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა დიპლომატიური პასპორტი აქვს, ხვალ ჩვეულებრივს აიღებს და მაინც იმოგზაურებს. ეს არის იდენტიფიკაციის მეთოდი, შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს ქართველი დიპლომატებიც, მათ შორის, რას აპირებენ და მინისტრებიც. არსად ამ ხალხს არავინ არ იხსენიებს საქართველოს წარმომადგენლებად, ან საქართველოს მინისტრებად. ერთხელ სადღაც შეიპარა მალტაზე “საგარეო საქმეთა მინისტრი” საქართველოსი და ყველა იმ ქვეყანას ვინც იქ იმყოფებოდა, უბრალოდ თავზე დაამხო მთელმა ევროპამ, როგორ იჯექით მაგის გვერდითო. ამიტომ, ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ყველაფერი შეიცვლება ძალიან მალე. იქნება ახალი არჩევნები და ყველას ვახსენებ, რომ პრეზიდენტი და ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, არის მარტო სალომე ზურაბიშვილი.”
ასე აფასებს, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას.