იმედა კლდიაშვილმა “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა

იმედა კლდიაშვილმა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნეზე ოპოზიციის ვიცემერობის საერთო კანდიდატი იყო.

“ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე, რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.

ახლა ახალი ეტაპი იწყება – არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას.

  • პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი სჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.
  • იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე, როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვტოვებ გირჩი – მეტი თავისუფლებას”, – წერს კლდიაშვილი.