ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ”გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს და ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატს იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვით მას მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება შეუჩერა.
იმედა კლდიაშვილი პოლიციის დაუმორჩილებლობითა და სუს-ის შესასვლელის ბლოკირებით ცდილობდა გაეპროტესტებინა ის შედეგები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გამოცხადდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სუს-ის დახმარებით არჩევნები “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააყალბა.









![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




