უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ კრემლი ჯერ კიდევ არ არის მზად მოლაპარაკებებზე უკრაინის პოზიციები მიიღოს, მიუხედავად ბრძოლის ველზე უკრაინელების აშკარად წარმატებული კონტრშეტევისა.
ამის შესახებ მან უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა.
პოლდოლიაკის თქმით, კრემლში “ძალიან იზოლირებული გარემოა“ და პუტინთან წვდომა პირთა შეზღუდულ წრეს აქვს.
“სამწუხაროდ, რუსეთი არაადეკვატური ქვეყანაა. მათ ანალიზის უნარი არ აქვთ. ვთვლი, რომ პუტინს საერთოდ არ ესმის რა ხდება ბრძოლის ველზე. გარკვეული მონაცემები აქვს, მაგრამ თლიანობაში არ ესმის… ისინი იმედგაცრუებულნი და შოკში არიან, მაგრამ ჯერ კიდევ თვლიან, რომ შეუძლიათ უკრაინის გატეხვა, განაგრძობენ ამ ქაოტურ შეტევებს ჩვენს დიდ ქალაქებზე. ისინი სიტუაციას ასე ხედავენ“–თქვა პოდოლიაკმა.