“ყოველთვის იცოდეთ, რომ რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირებები ყოველთვსი მარცხისთვის იქნება განწირული, როგორც ეს ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, მეგობრებო, გავაგრძელებთ საქმის კეთებას თბილისისა და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას და ამაში, რამდენსაც არ უნდა ეცადოთ, ხელს მაინც ვერ შეგვიშლით. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ, გავაკეთებთ თქვენი მონაწილეობის გარეშე, როგორც გასული 4 წლის მანძილზე ხდებოდა. როგორც მაშინ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ახლაც ნამდვილად არაფერი გამოგივათ. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული 4 წლის მანძილზე იყავით. ჩვენ გვაქვს სიმართლე, თბილისელების მხარდაჭერა და საქმის კეთების სურვილი”
მიმართავს თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას.