იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე – ასე აფასებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ”, – ამბობს დეგნანი.