იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით – სენატორი მენენდესი

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს.

„იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით. პოლიტიკური უთანხმოება არასდროს უნდა გადაიჭრას ძალის გამოყენებით ან აგრესიით. მე, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს,“– წერს სენატორი ტვიტერზე.